საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი ოკუპაციაზე: ასე ხდება, როცა გგონია, რომ კუდის ქიცინით რამეს გააწყობ

fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას განაცხადა, რომ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენები სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობასა და მომავალზე შეტევაა და გამოსავალი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების ერთად მოქმედებაშია.

"კონსოლიდირებული პოზიცია გვინდა, ეს ვითარება ერთმანეთისთვის ნიშნის მოგებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენი ძალა ერთობაშია. პოლიტიკის ახალი მიმართულება უნდა ჩამოვაყალიბოთ - საერთაშორისო თანამეგობრობასთან მწყობრი კოორდინაცია. რამდენი კაპიტულაციაც იქნება, მეტად გადაგივლიან, ჩაგქოლავენ. მტაცებლის თვისება არის ის, რომ რაც უფრო გარბიხარ, უფრო მეტად მოგდევს, რომ შეგჭამოს. რუსეთის მტაცებლური ინსტინქტები დღეს მრავალმხრივ ვლინდება. ერთი საერთო ფრონტი გახსნა პუტინმა და მას სჭირდება რამე განსაკუთრებულის გაკეთება, რომ თავი გადაირჩინოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, წინა წლებში პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გვარდებოდა, მათ შორის, აშშ-ის მხარდაჭერით. 

"ასე ხდება მაშინ, როცა იცი, რა გინდა და როცა გგონია, რომ რუსეთთან კუდის ქიცინით რამეს გააწყობ. რუსეთს ვერავინ მოატყუებს და სწორედ ამიტომ კონსოლიდირებული პოზიცია უნდა დაუპირისპირო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები