საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ბოლო წლებში ჩვენს ბედთან ხელის გაწვდენაზე ვიყავით და დავკარგეთ

www.chveniambebi.info

ტელეკომპანია იმედის ეთერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მძიმე გულით ტოვებს პოსტს, რადგან შიშობს, რომ "ბოლო წლებში ჩვენს ბედთან ხელის გაწვდენაზე ვიყავით და დავკარგეთ".

პრეზიდენტმა კითხვებს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებითაც უპასუხა.

"ერთ თვეში მოსკოვში სამოქალაქო ომი დაიწყო, ერთი თვე რომ გაგვეძლო და შიდა ქიშპობა გვერდზე გადაგვედო, სოხუმი ჩვენ დაგვრჩებოდა. მოგვიანებით კი, როდესაც ჩვენი ეკონომიკური აღმავლობით და დემოკრატიული განვითარებით კიდევ გაჩნდა შანსი, დაიწყო ნავთობის ფასების ზრდა და ამან პუტინს თავში აარტყა, თავში ჰქონდა ავარდნილი. დღეს კი, როდესაც ფიქალური გაზია და როცა პუტინს აქვს შიდა კრიზისი, მისი პოპულარობა დაეცა და იმპერიის პროექტი არაპოპულარულია, რუსეთს თვითონაც უნდა წასვლა კავკასიიდან. თუმცა დღეს რომ ეკონომიკური ზრდა ნულზე გვაქვს და არა 11%-ზე, როგორც ვვარაუდობდით, არ გავაკეთოთ ისე, რომ როდესაც ხელის გაწვდენაზე ვართ, ისევ არ გავუშვათ ისტორიული შანსი. ყველანი უნდა დავფიქრდეთ ამაზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები