ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე: არასამთავრობოების ახირებას ენერგოგანვითარებას ვერ გადავაყოლებთ

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ თქვა, რომ პროექტი ქვეყნისთვის სარგებელს მოიტანს. კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნასაც გამოეხმაურა.

"ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს, საქართველოს ენერგოგანვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემით წლებია, მანიპულირებს. ჩვენ სახელმწიფოს გაგვაჩნია ინტერესი, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები განხორციელებულიყო. ხუდონი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები