აქცია თბილისის მერიასთან

საბინაო ფონდის შექმნის მოთხოვნით, თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

Wikipedia

სოციალურად დაუცველები, ვეტერანთა კავშირის წევრები, იპოთეკით დაზარალებულები და დევნილები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მერიას საბინაო ფონდის შექმნას სთხოვენ. მათი თქმით, უსახლკაროდ დარჩენილებზე თბილისის მერიამ უნდა იზრუნოს და ფონდის მეშვეობით, საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან მიიტანეს სამგლოვიარო გვირგვინი და თბილისის მერის გიგი უგულავას შავარშიიანი სურათი. ასევე, ცოცხები, რომელზეც წითელი ვარდებია დამაგრებული. აქციაზე უკრავენ სამგლოვიარო მუსიკას, ხოლო აქციის მონაწილეებს მკერდზე მიბნეული აქვთ შავი ფერის ლენტები. მათი თქმით, აღნიშნული პერფორმანსით თბილისის მერს გლოვობენ, "რომელიც ქალაქისთვის არაფერს აკეთებს". 

კომენტარები