სოჭის ოლიმპიადა 2014

სააკაშვილი: სოჭის ოლიმპიადაზე ყველანაირად აბუჩად აგვიგდებენ

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის თქმით, საქართველომ უარი უნდა თქვას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რადგან ამას რუსეთის ხელისუფლება საქართვლოს დასამცირებლად გამოიყენებს.

"საქართველოსთვის ზამთრის სახეობები იმდენად მცირეა, რომ ვერანაირი სანქციები ოლიმპიური კომიტეტიდან ჩვენ ვერ დაგვეკისრებოდა, თუ ჩვენ ამ ოლიმპიადაში არ მივიღებდით მონაწილეობას, უბრალოდ, არ გვაქვს ეს სახეობები. როგორც არ დაეკისრება სანქციები რომელიმე სამხრეთულ ქვეყანას, ისე ჩვენ ვერ დაგვეკისრება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ოლიმპიადაში მონაწილეობის პოლიტიკური ფასი და ეს ფასია ის, რომ ჩვენ იქ აუცილებლად დაგვახვედრებენ ე.წ აფხაზურ და ოსურ დელეგაციებს, ააფრიალებენ იმათ დროშას, აუცილებლად ჩაიდენს პუტინი ყველა იმ "ცირკაჩობას", რაც ეხერხება. აუცილებლად იქნება ექსკურსიები აფხაზეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადის სტუმრებისთვის, ყველანაირად აგვიგდებენ აბუჩად, რაც მათ ეხერხებათ. ასეთი კარგი შანსი ეძლევათ ჩვენი დამცირების და თქვენ გგონიათ პუტინი ამას არ გამოიყენებს?", - განუცხადა მიხეილ სააკაშილმა ჟურნალისტებს დღეს, 30 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში და მასზე უარს არ იტყვის.

კომენტარები