საპროტესტო აქცია

ორგანიზაციამ "დროა" ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მავთულხლართები გაშალა

დროას აქცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან
https://www.facebook.com/NGOdroa

საზოგადოებრივი კავშირის "დროა" წევრებმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკში მდებარე ბიზნესცენტრთან მავთულხართები გაშალეს რუსეთის დროშასთან ერთად. ისინი ამ ფორმით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკაშირებით.

"დროა, ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობაც", - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგი. პრემიერის ბიზნესცენტრთან მობილიზებულია რამდენიმე ათეული პოლიციელი. 

კომენტარები