აშშ-ის ფედერალური მთავრობა

აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა

reuters.com

აშშ-ის ფედერალურ სახელმწიფო დაწესებულებებს დაფინანსება შეუწყდათ, რის გამოც ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. ეს ფაქტი ბიუჯეტთან დაკავშირებით რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოებას უკავშირდება. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ერთი წლით გადადება მოითხოვა. სენატმა კი, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო.

მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ვადა უკვე ამოიწურა და ფედერალურმა ორგანოებმაც საქმიანობის ეტაპობრივად შეჩერება დაიწყეს. ფედერალური მთავრობის 700 ათასი თანამშრომელს ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გასვლა მოუწევს, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურება. ეს პასპორტებისა და ვიზების გაცემასაც ეხება.

პრეზიდენტა ობამამ განაცხადა, რომ მუშაობას გააგრძელებს, რათა შეერთებული შტატების ფედერალურმა ორგანოებმა მუშაობა შეძლონ, ჯარმა კი ფუნქციონირება აუცილებლად უნდა განაგრძოს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის, ავიადისპეტჩერთა და ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურის დაფინანსება გაგრძელდება. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა. 

კომენტარები