ფილმის პრემიერა

ფილმ "თავისუფალის" პრემიერა მედიათეკაში

აჩიკო გულედანის, ვახო ბაბუნაშვილის, თამარ კვაშალის, ბექა ჯაფარიძისა და გოგი ქავთარაძის ერთობლივი ნამუშევარი - დოკუმენტური ფილმი "თავისუფალი" მედიათეკების ვაკის პარკის ფილიალში, 30 სექტემბერს აჩვენეს.

ფილმს 5 გმირი ჰყავს. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. მათ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიეს. წარმატების გასაღები კი გარემოსთან, საზოგადოებასთან თუ სახემწიფოსთან მათი დამოკიდებულებებია. გმირები თავიანთ ცხოვრებაზე, პიროვნულ და სახელმწიფოებრივ თავისუფლებაზე საუბრობენ. ფილმში დოკუმენტური და საარქივო მასალაც არის გამოყენებული.

"თავისუფლება" პროექტ "თავისუფალი სიტყვის" ფარგლებში გადაღებული პირველი ფილმია. ფილმის გადაღებები საქართველოს რეგიონებში 2013 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა.

კომენტარები