ბოკერიას განცხადება

ბოკერია: ოლიმპიადამდე დიცში ”ბერლინის კედლის” აშენება ვერ მოხერხდება

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

გადაცემა "ფოკუსში" სტუმრობისას უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ სოჭის ოლიმპიადისა და მავთულხლართების შესაძლო კავშირზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის სრული სისულელე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიფიქრა და რუსეთის არგუმენტიც კი არ არის.

"ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საჯაროდ იმეორებს სისულელეს, როგორც შესაძლო დამაჯერებელ არგუმენტს, რომ მავთულხლართების გადმოწევა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. ეს არ არის რუსეთის ფედერაციის ოფიციალური არგუმენტი. თუ რუსეთი საფრთხეზე ფიქრობს, სოჭის ოლიმპიადისთვის რეალური საფრთხე დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებია. ან ვინმეს სჯერა, რომ ის მავთულხლართები ვინმეს დაიცავს? სოჭის ოლიმპიადამდე დიცში და დვანში "ბერლინის კედლის" აშენება ფიზიკურად ვერ მოხერხდება", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, მსგავსი განცხადებებით პრემიერმინისტრი და მთავრობა საქართველოს რთულ მდგომარეობაში აყენებენ, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაქციის მოთხოვნა შეუძლებელია. 

 

 

კომენტარები