ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: ტაბულას არმოწვევა გაუგებრობაა

0 კომენტარი

ტაბულას არმოწვევა გაუგებრობაა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან და გადაცემების წამყვანებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ტაბულა მის ყველა ბრიფინგს დაესწრო და ახლა ამ შეხვედრაზე მისი არდაპატიჟება გაუგებრობაა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ტაბულა ბეჭდურ მედიაში უფრო დიდი ძალაა, ალბათ ამიტომ მოხდა გაუგებრობა და არ მოიწვიეს. მისი თქმით, ამის გამო ბრიფინგები არ უნდა იმართებოდეს. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პრემიერმინისტრ ბიძინ ივანიშვილის რეზიდენციასთან, ტელეკომპანია ტაბულას თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ მართავს შეხვედრას მედიასთან, მის ხელმძღვანელებთან და ტაბულა აღნიშნულ შეხვედრაზე არ არის. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეს ხელს უშლის ტელეკომპანიას მისი მოვალეობის შესრულებაში. "ერთადერთი მიზეზი, როგორც ჩანს, პრემიერი და მისი გარემოცვა ტაბულას კვალიფიკაციას და არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები