ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: დურდომს მივიღებთ, როცა ჟურნალისტი კითხულობს, სადაა სამუშაო ადგილები

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჟურნალისტების მოვალეობა არ არის, ყველა საკითხის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდეთ. ამის შესახებ მან თავის ბიზნესცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას განაცხადა.

"ნახეთ, როგორი თანმიმდევრული ვიყავი მე და ჟურნალისტები, ვერ ვიგებ, რა კითხვებს სვამენ: მეორე წელიწადი იქნება საგრძნობი, მესამე - კარგი, მეოთხე - უფრო კარგი", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, ექსპერტები უფრო პროფესიონალურ შეკითხვებს სვამენ, ვიდრე ჟურნალისტები. "სხვათა შორის, არცერთს არ გავუკრიტიკებივარ", - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა აკეთებს იმას, რის საფუძველზეც მთელი ევროპა განვითარდა. "მაქსიმალურად დავეხმარეთ ბიზნესს", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეკონომიკა მალე ვერ განვითარდება, ის ძალიან ინერტულია და ამისთვის მას დრო სჭირდება. მისივე თქმით, "დურდომს მივიღებთ, როცა ჟურნალისტი კითხულობს, სადაა სამუშაო ადგილები".  

პრემიერის თქმით, მას აქვს პრეტენზია, რომ მთავრობამ ეკონომიკაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. "როცა ეკონომიკის მინისტრი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ეუბნებიან, რომ ცუდად აკეთებს, ხასიათი უფუჭდება კაცს", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები