ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: ბიუჯეტი ისევ სოციალურია

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ბიუჯეტი ისევ სოციალურია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. "რატომ არის ასეთი და როგორია პრიორიტეტები, ამას მე ახლა აქ ვერ მოვყვები", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, ძირითადი პრიორიტეტები ახალ ბიუჯეტშიც შენარჩუნებულია.

ივანიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება ჯანდაცვაზე. "თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საავადმყოფოები მივიღეთ, რა დამოკიდებულებები მივიღეთ სადაზღვევოებს, საავადმყოფოებს და აფთიაქებს შორის. რა სიტუაციები და როგორი ხლართების გამოხლართვა უწევს სერგეენკოს და რამდენ სამუშაოს ატარებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრიორიტეტებს შორის მოხვდა სოფლის მეურნეობა და განათლება. "მგონი, ყველა პრიორიტეტები სწორად გადავალაგეთ", - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები