სოფელი დვანი

ბარნოვი: დვანის მოსახლეებს სოციალური შემწეობა პრემიერის დადგენილებით შეუწყდათ

facebook.com/barnovi.official

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ სოფელ დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილების შემდეგ შეუწყდა. ბარნოვი გუშინ სოფელ დვანში ჩავიდა, სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც იმყოფებოდა.

"ადმინისტრაციის სახელით მათთვის სურსათ-სანოვაგე ჩავიტანე და სრულიად შემთხვევით თავზე წამოვადექი ამ მთავრობის უსაქმურ მინისტრს, რომელიც რაღაც სპექტაკლს დგამდა. მივედი, რომ პასუხი მომეთხოვა კითხვაზე - რატომ შეუწყდა ამ სოფლის მოსახლეობას სოციალური შემწეობები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს ყოველგვარი ქულების დაანგარიშების მიუხედავად, ე.წ. საზღვრისპირა სოფელს, მოსახლეობას ეძლეოდა, მინისტრმა იკადრა უკვე ტრადიციად ქცეული სიცრუე და გამოაცხადა, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს იყო რაღაც თარიღი დათქმული, რომლის შემდეგაც შემწეობა არ უნდა მისცემოდა დვანის მოსახლეობას. მინდა გაჩვენოთ ის დოკუმენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს და რომლის გამოცემის შემდეგაც, დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება შეუწყდა", - თქვა ბარნოვმა. 

კომენტარები