კბილაშვილის განცხადება

კბილაშვილი: "ჯიჰადის" ვიდეოს საქმის გახსნა ალასანიას განცხადებას არ დაუჩქარებია

Archil Kbilashvili
Tabula

მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი გამორიცხავს, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნა ირაკლი ალასანიას განცხადებამ დააჩქარა და აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში მოხდა. 

"ამა თუ იმ გამოძიების დასრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გონივრულ ვადაში, ეს ვადა კი დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმეზე. თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენლობასაც შეიცავს, მაშინ მისი გავრცელება შეიძლება გარკვეული დროის თვალსაზრისით იქნას შეფერხებული, სანამ არ დადგინდება და არ დაზუსტდება რაღაც პარამეტრები. ასე რომ, ვფიქრობ, ამ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა გონივრულ დროში", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კბილაშვილმა დასძინა, რომ თუ დამატებითი ინფორმაცია იქნება, შს სამინისტრო აუცილებლად მიაწვდის საზოგადოებას.

"ის დოზა ინფორმაციის, რაც საზოგადოებას მიეწოდა, ესაა საჯაროდ განკუთვნილი ინფორმაცია, ყველა დანარჩენი ამ საქმის თავისებურების გამო რჩება საქმეში და კვლავინდებურად, თუკი რაიმე დამატებითი სიახლე იქნება, შსს მიაწვდის საზოგადოებას", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა. 

კომენტარები