შემთხვევა ვაშინგტონში

სროლა კაპიტოლიუმთან

cnn.com

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს, ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რომელიც დაეჯახა თეთრი სახლის დამცავ ბარიერებს და კაპიტოლიუმისკენ დაიძრა. მანქანას ქალი მართავდა, მასთან ერთად ბავშვიც იმყოფებოდა. სროლის შედეგად 34 წლის მირიამ კერი დაიღუპა. ბავშვი არ დაშავებულა.

შემთხვევამ კონგრესისა და მიმდებარე ოფისების მუშაობის დროებითი შეჩერება გამოიწვია. პოლიციამ ასევე გადაკეტა რამდენიმე ქუჩა.

სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა.

პოლიციის თქმით, აღნიშნულ შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები