GQRR-ის კვლევა

GQRR: გამოკითხულთა 66% პრემიერის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ემხრობა

ამერიკული კვლევითი კომპანიის Greenberg, Quinlan, Rosner Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე -ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერმინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში, უარყოფითად 66% პასუხობს, 25% კი აცხადებს, რომ ემხრობა.

აღსანიშნავია, რომ მაისში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეკონომიკის წინსვლასთან მიმართებაში 46% აფასებდა დადებითად და ზუსტად ამდენივე - უარყოფითად. 

კომპანია Greenberg, Quinlan, Rosner Research-მა კვლევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1,204 ადამიანი პირისპირი ინტერვიუს გზით; კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი, ცდომილება კი +/-2.8%-ია.

კომენტარები