სუბარის განცხადება

სუბარი: ახალაიას საკნის ვიდეომასალის გავრცელება კანონდარღვევაა

ის, რომ კადრები გავრცელდა, უკვე კანონდარღვევაა, რადგან ამით დარღვეულია გარკვეული კონფიდენციალურობის უფლება, - განაცხადა სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეომასალის თემაზე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.  
"მოკვლევა დაწყებულია სხვადასხვა უწყებების მიერ. როგორ გავრცელდა ეს ვიდეო, ამას პასუხი გაეცემა. ის, რომ კადრები გავრცელდა, უკვე კანონდარღვევაა, რადგან ამით დარღვეულია გარკვეული კონფიდენციალურობის უფლება", - აღნიშნა სუბარმა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ახალაიას საკანზე ვიდეო- და აუდიოკონტროლს კანონიერად ახორციელებდა.
"პატიმრობის შესახებ" კოდექსის მე-9 მუხლი იცნობს ვიზუალურ და ელექტრონულ თვალთვალს. ვიზუალური ნიშნავს, როცა აკვირდები თვალით და ელექტრონული ნიშნავს ყველანაირი სხვა საშუალების გამოყენებას, რაც სხვა კანონებშია განმარტებული. ამის გაკეთება საჭირო გახდა თვითონ ახალაიას განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე. ამის შესახებ ის იყო გაფრთხილებული", - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები