ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი

არტისტერიუმი-2013

ქართველი თუ უცხოელი ხელოვანების ინსტალაციები, ნახატები და ფოტოები თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა.

2013 წლის არტისტერიუმის თემის ინსპირაცია ქართველი მხატვრის, ილია ზაუტაშვილის 1998 წლის ფერფორმანსი გახდა, რომელიც 15 წლის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა. არტისტერიუმი 2013-იც სწორედ ამით გაიხსნა. მისი 4 მონაწილე 2 ნაწილად გაიყო. პერფორმანსის მონაწილეების თქმით, იგი ასე აიხსნება - ადამიანები ერთნამეთის გაგებას ცდილობენ, თუმცა წინააღმდეგობებს აწყდებიან.

ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, 14 ოქტომბერს, ეროვნულ გალერეაში დაიხურება.

კომენტარები