პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ევროპული ტიპის ხელისუფლებას გიტოვებთ

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად 4 ოქტომბერს ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ მის საქმიანობაში ახალი, 20-წლიანი პერიოდი დაიწყება. „შეგახსენებთ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დროს განვაცხადე, რომ 2-3 წლამდე დავრჩებოდი პოლიტიკაში და შემდეგ საზოგადოების აქტიური წევრი ვიქნებოდი. 2-3 წლამდე პერიოდში მე შევასრულე ყველა დაპირება, ევროპული ტიპის ხელისუფლებას გიტოვებთ და 20 წლის მოღვაწეობას ვიწყებ, 20-წლიანი პერიოდი მექნება და შედეგს მივაღწევთ 20 წლის შემდეგ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

სააგენტო გურია-ნიუსის ცნობით, ივანიშვილმა ოზურგეთში ასევე განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ყველაზე წარმატებული ერი. როცა სახლიდან ოზურგეთში მოვდიოდი, ასე მეგონა, პარიზში ვიმყოფებოდი, იმხელა განსხვავება იყო ზემო იმერეთსა და გურიას შორის".

კომენტარები