თბილისობა

დედაქალაქის თვითმმართველობა თბილისობას მეიდანზე აღნიშნავს

ტაბულა

მეიდანსა და გოგრასლის გამზირზე, თბილისობის დღესასწაული მიმდინარეობს. დღეს ორმოცზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები სპეციალურად მოწყობილ საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესში იღებენ მონაწილეობას. საწნახელში შვიდი ტონა ყურძენი იწურება. 

ისევე როგორც შარშან, ნებისმიერ მსურველს წელსაც შეუძლია დაწურული ყურძნის წვენი სახლში წაიღოს ან იქვე დააგემოვნოს. მეიდანზე სცენაც არის მოწყობილი, სადაც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება.

კომენტარები