ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: ახალი წესდებით პარტია გადავა მართვის სრულიად ახალ სისტემაზე

ვანო მერაბიშვილი
Reuters

ექსპრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილ facebook-ის პირადი გვერდიდან, პარტიის ყრილობას მიესალმება, რომელიც სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. მერაბიშვილის თქმით პარტიის ახალი წესდება მისი გაჯანსაღებისკენ, უფრო მეტი დემოკრატიულობისკენ და გამჭვირვალობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს.

”მინდა მივესალმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მასზე წარმოდგენილ პარტიის დელეგატებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იქნება პარტიის ერთ-ერთი რიგითი ყრილობა. დღევანდელ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს პარტიის ახალი წესდება, რომელიც წარმოადგენს პარტიის გაჯანსაღებისკენ და უფრო მეტი დემოკრატიულობისკენ და გამჭვირვალობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს. ახალი წესდებით პარტია გადავა მართვის სრულიად ახალ სისტემაზე, სადაც ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელი იქნება არჩეული, რაც საშუალებას მისცემს პარტიის თითოეულ წევრს უფრო მეტად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით და მათ საფუძველზე მომავალი საქმიანობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამტკიცებს, რომ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე პროგრესულ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე პარტიას. მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელი ყრილობის ყველა მონაწილეს, პარტიაში ყველა პოზიციაზე ახლად არჩეულ პირს და პარტიის ყველა მხარდამჭერს.” - აცხადებს მერაბიშვილი. 

კომენტარები