ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: მკაფიოდ ვადასტურებ, რომ ენმ არასდროს დაადგება რევანშიზმის გზას

wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეექვსე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს ხალხს მთავრობა აღარაფერს პირდება, გარდა იმისა, რომ არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება.

"ანუ იქნება არა ურთიერთანამშრომლობა არა ურთიერთკონტროლი, არა საზოგადოების კონსოლიტაცია, არამედ ის, რითაც დღევანდელი მთავრობა ისედაც არის დაკავებული ერთი წელია - დაპირისპირება, დაპირისპირება და კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთხელ, თქვენ წინაშე, მინდა განვაცხადო: ამ დაპირისპირების პოლიტიკას საქართველოში წერტილი უნდა დაესვას. მინდა მკაფიოდ დავადასტურო, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას, მინდა მკაფიოდ დავადასტურო, ჩვენ არ გვყავს მტრები საქართველოს შიგნით. მინდა მკაფიოდ დავადასტურო, საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და არა მხოლოდ მისი პარტიული მომხრეების პრეზიდენტი. თქვენ მომეცით მანდატი წარმოვადგინო ჩვენი პარტია და ეს არის ჩვენი ხალხის შერიგების, გამთლიანებისა და ერთიანობის მანდატი. ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირებით, შუღლისა და დაძაბულობისგან. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებასა და ხალხის უკეთ ცხოვრებას, მაშინ როცა ჩვენმ პოლიტიკოსები მთლიანად დაკავებულები ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, რომ ხალხს სჭირდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაზრდილი პენსია, სოფლის განვითარება აშენებული ინფრასტრუქტურა, წესრიგი და ევროპული მომავალი. ამიტომ გთავაზობთ, ვიმუშაოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის და თუ დღევანდელ მთავრობას არ ყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია და ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, მზად ვართ ვიმუშავოთ მასთან ერთად, შევასრულოთ კონსტრუქციული როლი და ვაკონტროლოთ მთავრობა ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ეს უნდა იყოს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა, გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ მთავრობამ მეტი დრო დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, ხალხის დასასაქმებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სოფლის დასახმარებლად, სოციალური დაცვის გასაუმჯობესებლად.

ერთი წლის წინ ეს მთავრობა მოვიდა დაპირებებით, რომ გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას, ააშენებს ქარხნებსა და საწარმოებს, ღირსეული დასაქმების საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, გაანახევრებს ტარიფებს და 230 ლარამდე გაზრდის პენსიას, ერთი წელია მოთმინებით ვუყურებთ ახალ მთავრობას და ვხედავთ, რომ ნაცვლად ახალი საწარმოების გახსნისა არსებულები ჩერდება და იხურება, ბიზნესი გაჩერებულია. ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, მხოლოდ სამ თვეში 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, სოციალური დახმარების გაზრდის ნაცვლად, თითქმის 30 ათასი ადამიანი ამოიღეს შემწეობის მიმღებთა სიიდან, 84 საჯაროდ გაცემული დაპირებიდან, 76 დღემდე შეუსრულებელია. ოცნება არ მუშაობს, დაპირებები არ სრულდება და ამას დღეს ყველა ხედავს." - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები