საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

სტუდენტები დვანში საპროტესტო აქციას მართავენ

0 კომენტარი
ფოტო: გოგიკო საყვარელიძე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი დღეს, დვანში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან აქციას უერთდება. დვანში ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და სტუდენტები საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი აქციით შეეცდებიან, საერთაშორისო საზოგადოებას და მთავრობას მიაწვდინონ ხმა.

"მშვიდობიანად დავაფიქსირებთ ახალგაზრდა ქართული საზოგადოების ერთიანობას მოცემული საკითხისადმი. ჩვენი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას ვანახოთ, რომ ერი ერთსულოვანია და დაინტერესებული რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შეჩერებით და თვლის, რომ ამ თემაზე მთავრობას პრინციპული, პრაგმატული და მყარი პოზიცია უნდა ჰქონდეს", - ამბობს ახლგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის წევრი შალვა საბაური.

აქციას საქართველოს სხვადასსხვა უნივერისტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები