საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

უსუფაშვილი: მსოფლიო დაგვეხმარება, მარტივი ჭეშმარიტება ავუხსნათ მეზობელ ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ევროპელი პარტნიორებისგან უფრო ქმედით და პრინციპულ რეაგირებას ელის. აღნიშნულის შესახებ უსუფაშვილმა ქორთიარდ მარიოტში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"რატომღაც კვლავ ვაწყდებით იმ პრობლემას, როდესაც 21-ე საუკუნის მსოფლიოში არსებობენ სახელმწიფოები და პოლიტიკური სისტემები, რომლებიც თვლიან, რომ მათი გადასაწყვეტია არა მხოლოდ საკუთარი ბედი, სხვა ქევყნების, სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების ბედი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ თემაზე ძალიან მკაფიო განაცხადი გააკეთა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას, გავიზიაროთ ყველა ქვეყნისა და სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიც, მაგრამ მივიღოთ გადაწყვეტილებები და გადავგდგათ ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფო სტრატეგიული ინტერსების შესაბამისად. ვთვლით, რომ დემოკრატიული მსოფლიო და პირველ რიგში ევროპა, დაგვეხმარება იმაში, რომ მარტივი ჭეშმარიტება ავუხსნათ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩვენ ველით ამას არა მხოლოდ სხვადასხვა ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებებითა და დეკლარაციებით, არამედ, უფრო ეფექტური ქმედებებითაც. დღეს როდესაც ჩვენ ამ კონფერენციას ვატარებთ და საქართველო თავის არჩევანზე საუბრობს, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიების ახალი და ახალი ნაწილები ექცევა საოკუპაციო ხაზს მიღმა. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ის თავისუფალი ევროპა, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, იქნება ქმედითი და პრინციპული ძალიან მარტივი ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად", - თქვა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები