არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

ქუთაისში 16 წლის პატიმარი გარდაიცვალა

netgazeti.ge

ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი არასრულწლოვანი პატიმარი, გოგი ძველაია გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის ახალგაზრდა საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო.  

"ერთი წლის განმავლობაში არასრულწლოვანი პირველად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. მისი შემოყვანიდან 24 საათიც არ იყო გასული, თუმცა ეს იყო მისი მეორე პატიმრობა. დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

კომენტარები