მთავრობის სხდომა

ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ

government.gov.ge

მიიღებს თუ არა საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე იმსჯელებს. ვიცეპრემიერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ არ დააფასა საქართველოს მხრიდან გადადგმული კეთილმეზობლური ნაბიჯები. მთავრობის წევრების განცხადებით, მოსკოვი საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

"ვერ დაინახა რუსეთმა ან მიზანმიმართულად არ დაინახა ეს ჩვენი გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობის დარეგულირება მოხდეს. მიმაჩნია, რომ სპორტი ზოგადად არაპოლიტიზებულია, მაგრამ ეს ვერ დავინახეთ იმ გადაწყვეტილებაში, რაც დღეს მოვისმინეთ. ამ საკითხზე მთავრობა იმსჯელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები