თბილისის საკრებულო

საკრებულოში თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ

timer.ge

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ. შეხვედრას ესწრება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ლევან კოპლატაძე. სხდომას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს.

გაბუნიას განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენის მიმართ ბოლო ხანებში ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ეს კითხვები ძირითადად მეტროს უსაფრთხოებას, სანიტარულ ნორმებს და ტექნიკურ მდგომარეობას ეხება. გაბუნიას თქმით, მისი ფრაქცია დაინტერესებულია ამ საკითხით და სურს შეკითხვებზე მიიღოს პასუხი. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს მეტროპოლიტენში არსებული სიტუაცია. 

ლევან კოპლატაძის განცხადებით კი, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანია დაინტერესებულია, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

კომენტარები