ნობელის პრემია ფიზიკის დარგში

პიტერ ჰიგსი და ფრანსუა ანგლერი ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ

ფრანსუა ანგლერი და პიტერ ჰიგსი

ბრიტანელ პიტერ ჰიგსსა და ბელგიელ ფრანსუა ანგლერს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ. პიტერ ჰიგსმა 1966 წელს იწინასწარმეტყველა ბოზონ-ჰიგსის ნაწილაკის არსებობა, რაც შემდგომ ცერნში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, პრემია მეცნიერებს მიენიჭათ სპეციალური მექანიზმის აღმოჩენის გამო, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიგოთ თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი. ჰიგსის ბოზონი, რომელიც ღმერთის ნაწილაკის სახელითაცაა ცნობილი, მეცნიერებს იმის ახსნაში ეხმარება, თუ როგორ შეერთდნენ ელემენტარული ნაწილაკები სამყაროს შესაქმნელად 13 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების დროს.

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ჰიგსის ბოზონზე ტაბულას სტატიებში შეგიძლიათ გაეცნოთ.

მასიური ჰიგსტერია

ყველაზე ახლოს ღმერთის ნაწილაკის აღმოჩენასთან

კომენტარები