გადაცემა ფოკუსი

ქუცნაშვილი: მოვუწოდებ შსს-ს, გამოაქვეყნოს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მოუწოდებს შსს-ს, შეასრულოს მემორანდუმით აღებული ვალდებულება და განაახლოს დანაშაულის ყოველთვიური დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება. ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემაში - ფოკუსი განაცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ინტერესი არა მხოლოდ დანაშაულის ერთიანი სტატისტიკის, არამედ თემატური დანაშაულის შესახებაც - მაგალითად, რამდენია ძალადობრივი, თანამდებობრივი, ან კორუფციული ხასიათის დანაშაული.

"მემორანდუმი რომც არ არსებობდეს, თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს ინტერესი დაკმაყოფილებული უნდა იყოს და არა მგონია, რომ ეს რთული იყოს, მე მოვუწოდებ შსს-ს, რომ მოახდინოს დანაშაულთა სახეობის მიხედვით მონაცემების კლასიფიკაცია," - განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები