მეჩეთი ბათუმში

ხაბაძე: თუ მრევლს მეჩეთისთვის თანხა დააკლდება, პრემიერი გაიღებს სახსრებს

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოება ან ახლის აშენება თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. მისივე თქმით, თუ ახალი მეჩეთის აშენების შემთხვევაში მრევლს თანხა დააკლდება, მშენებლობას პრემიერმინისტრი დაასრულებს.

"მეჩეთის აშენება ან გაფართოების საკითხი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. უნდა მოგვეძებნა ტერიტორია. ამ თემას ისევ მივუბრუნდით. არის სხვადასხვა მიმართულება, თუმცა ჯერ გაჟღერება არ გვინდა. შესაძლოა, გაფართოვდეს არსებული მეჩეთი. თუ დააკლდება მრევლს მეჩეთის მშენებლობისთვის თანხა, პრემიერმინისტრი გაიღებს სახსრებს", - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები