ვილნიუსის სამიტი

პეტრიაშვილი: რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის სამიტთანაა კავშირში

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საოკუპაციო ზოლზე რუსეთის გააქტიურება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთანაა დაკავშირებული.

პეტრიაშვილი ასევე თვლის, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და შემდეგ ხელმოწერასაც შეძლებენ.

"ამიტომ რუსეთი ცდილობს, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს ზეწოლის გასაძლიერებლად, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან პრინციპულია ამ საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაიმართება ამ საკითხის მოსმენა. ევროკავშირი ძალიან სერიოზულ გზავნილებს უგზავნის რუსეთის ფედერაციასაც და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსაც მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები