სურინამის დელეგაცია

სურინამის დელეგაციამ წეროვანი და დვანი მოინახულა

radiotavisupleba.ge

დღეს კონფლიქტის ზონაში სურინამის დელეგაცია იმყოფებოდა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, სურინამის პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, წეროვანი და დვანი მოინახულეს.

სურინამის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტის დასრულებისას თქვა, რომ ფლობდნენ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა, საკუთარი თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დიპლომატების თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით კი, ქვეყნისთვის უცხოელი დიპლომატების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი თვალით ნახონ შექმნილი მდგომარეობა და თანამეგობრობა ზუსტ ინფორმაციას ფლობდეს დვანსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებში არსებული ვითარების შესახებ.

 

 

კომენტარები