საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს გამართავს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

17-18 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებს გამართავს. მაუწყებლის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დებატები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით გაიმართება. 

"ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის, მე-8 პუნქტის შესაბამისად (მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს
ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.), აღიაროს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად პოლიტიკური პარტია, რომელიც წარადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას. დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ წარმოადგინონ ზემოაღნიშნული საბუთები არაუგვიანეს 2013 წლის 12 ოქტომბრისა", - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დებატები მაუწყებლის ეთერში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართება. 

კომენტარები