სტუდენტების დაფინანსება

სერგო რატიანი: 5 მლნ ლარი სტუდენტების დაფინანსებაზე არ დაიხარჯა

facebook.com/sergo.ratiani

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, სტუდენტების დასაფინანსებლად გათვალისწინებული თანხიდან 5 მლნ ლარი სტუდენტებს არ მოხმარდათ. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შეიტყო. მისი განცხადებით, წელს სტუდენტების გრანტებისთვის 19 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. რატიანი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით, არსებობდა განათლების ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ბრძანებაც.

"9 მლნ უნდა დახარჯულიყო გრანტებზე და 10 მლნ - უფასო სწავლებაზე. მაგრამ ფაქტობრივად გამოდის, რომ 5 მლნ ლარი არ დაიხარჯა და დაახლოებით 4 000-მდე სტუდენტი დარჩა დაფინანსების გარეშე. რა უფლებით და რატომ გააკეთეს ეს, უცნობია. მოვითხოვ, რომ ის 5 მლნ გადანაწილდეს გრანტებზე", - უთხრა უმცირესობის წევრმა სააგენტო ინტერპრესნიუსს. 

კომენტარები