საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

ეგზიტპოლის შედეგებით, ილჰამ ალიევს გამოკითხულთა 83,89% უჭერს მხარს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. როიტერის ინფორმაციით, ეგზიტპოლის შედეგებით, ქვეყნის მოქმედი მეთაური ილჰამ ალიევი ლიდერობს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ალიანსის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ალიევმა გამოკითხულთა 83,89% მიიღო. გამოკითხვის შედეგებით, მეორე ადგილზეა დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს კანდიდატი ჯამილ ჰასანლი, რომელმაც ხმათა 8,2% მიიღო. ეგზიტპოლის თანახმად,  მესამე ადგილზე მილიმეჯლისის დეპუტატი, პარტია უმიდის თავმჯდომარე იგბალ აჰაზადე გადის. მას გამოკითხულთა 1,88% უჭერს მხარს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობდა. საარჩევნო პროცესს 52 ათასამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა, 

კომენტარები