ISAF-ის მისია

50 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

facebook.com/mod.gov.ge

დღეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 50 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მათ 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიაში იმსახურეს. ეს გეგმიური როტაციის მეორე ეტაპია, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. 42-ე ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს. 

სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარ ამოცანას პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.

კომენტარები