აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები

აზერბაიჯანის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი მესამე ვადით აირჩიეს

en.trend.az

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ის უკვე მესამე ვადით დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა დათვლილი ხმების 85 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიტატი ჯამილ ჰასანლია - 5 პროცენტით. ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი.

ილჰამ ალიევის მომხრეები ქალაქის ქუჩებში სახელმწიფო დროშებით გამარჯვებას ზეიმობენ. ალიევმა მოსახლეობას მიმართა:

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო, მე მადლობელი ვარ აზერბაიჯანელი ხალხის ჩემი  და ქვეყნის მომავალი აღმშენებლობის მხარდაჭერისთვის. ვპირდები ჩემს აზერბაიჯანელ ერს, რომ გავაგრძელებ ხალხის სამსახურში ყოფნას და მუდმივად დავიცავ აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებს", - თქვა ალიევმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, სერიოზული საარჩევნო დარღვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ოპოზიციური გაერთიანება არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

კომენტარები