სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

დიანა ღურწკაია: ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე მომღერალი დიანა ღურწკაია იქნება. როგორც მომღერალი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, ძალიან ბედნიერია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობს. ღურწკაია იმედოვნებს, რომ "ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას თავს კარგად გაართმევს".

"ნეჩაევზე ამ წუთამდე არაფერი მსმენია... იცით რას გეტყვით? - მე ვარ მეჩირაღდნე. როგორც მეჩირაღდნე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აბსოლუტურად აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები... ისევ ვიმეორებ, რომ ნეჩაევზე პირველად თქვენგან მესმის... სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვაკეთებ ისე, როგორც მე შემეფერება. ამ შემთხვევაში რაც შემეფერება, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის სიყვარულია. საქართველოს სიყვარულია ჩემთვის მთავარი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა... რაც შეეხება სხვა მეჩირაღდნეებს, ეს უკვე მე აღარ მეხება! მინდა მკაფიოდ დაწეროთ - ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე, ელჩი ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის! სხვა მეჩირაღდნეები რაში მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მიყვარს ქართველი ხალხი და ქვეყანა და მსურს ქართული სული, ქართული საქმე ვაჩვენო, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე", - აცხადებს ღურწკაია.

ცნობისთვის, სოჭის ოლიმპიადის ერთერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი", რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი იქნება.

კომენტარები