უშიშროების საბჭო

ბათუ ქუთელიამ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: medianews.ge

ბათუ ქუთელიამ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ქუთელია აშშ-ში გაემგზავრა. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის თქმით, ქუთელია აშშ-ში გააგრძელებს მუშაობას.

ბათუ ქუთელია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ კი მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერია დაინიშნა. 

2008 წელს ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები