პრემიერის კანდიდატურა

უსუფაშვილი: ივანიშვილის პრემიერობის კანდიდატი შესაძლოა პარლამენტმა არ მიღოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ მიიღოს. როგორც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში - დიდი პოლიტიკა - თქვა, 27 ოქტომბრამდე პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები არ არის გახსნილი და მისი ვინაობა არავინ იცის.

"საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გამოავლინოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს. ივანიშვილის გადაწყვეტილება, თავისთვის რა აქვს მიღებული, ეს არის ერთი. ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ლიდერად რჩება, სანამ ის რჩება პრემიერმინისტრად. შესაბამისად, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს და მიიღებს აქტიურ მონაწილეობას იმ საკითხში, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერმინისტრი. მე პირადად თუ ვერ დამარწმუნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელსაც ის შეგვთავაზებს, არის იმ ფუნქციის და როლის შემსრულებელი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე შეიძლება, მქონდეს კითხვები და განსხვავებული მოსაზრებები", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები