აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისი

მოლაპარაკებები ობამასა და რესპუბლიკელებს შორის უშედეგოდ დასრულდა

reuters.com

თეთრ სახლში მოლაპარაკებები შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შორის უშედეგოდ დასრულდა. რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა ერიკ კანტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

რესპუბლიკელთა შეთავაზებით ამერიკის საგარეო ვალების ზედა ზღვარი მხოლოდ დეკემბრის თვემდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება  ამერიკის ფედერალური მთავრობის დაფინანსების აღდგენას, რესპუბლიკელები მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდებიან, რაც ობამა მათთან  გადასახადებსა და სოციალურ პროგრამების თაობაზე სერიოზულ მოლაპარაკებებს გამართავს.

ობამას თქმით, ის მზადაა განიხილოს ზედა ზღვრის მოკლევადიანი გაზრდის წინადადება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა საკითხებთან არ იქნება დაკავშირებული.

ფედერალურ ბიუჯეტზე შეთანხმების არარსებობის გამო, უკვე 10 დღეა, რაც ამერიკის ფედერალური მთავრობა დაფინანსების გარეშეა და ასობით ათასი საჯარო მოხელე უფასო შვებულებაშია.  

კომენტარები