ფანჯიკიძის ვიზიტი ავსტრიაში

ლამბერტო ზანიერი: ღობეების აღმართვა და მოსახლეობის დაყოფა უსიამოვნო ფაქტია

0 კომენტარი

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს, განსაკუთრებით კი, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ისაუბრეს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობებზე, ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობაზე. ასევე 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ლამბერტო ზანიერიმ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ცდილობს, იპოვოს მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზები და დახმარება უზრულველყოს.

"ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში საკმაოდ საინტერესო დისკუსია გვქონდა, სადაც გამოითქვა შეშფოთება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ღობეების აღმართვა და მოსახლეობის დაყოფა უსიამოვნო ფაქტია. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს შორის არხების გახსნასა და კონტაქტების დამყარებაზეა კონცენტრირებული და არა ღობეების აღმართვაზე. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ მიმდინარე პროცესში ჩართვის გზები და უზრუნველვყოთ დახმარება. ჩემთვის, როგორც ეუთოს გენერალური მდივნისთვის, პრიორიტეტულია საქართველოში ეუთოს ყოფნის გარკვეული ხარისხით აღდგენა. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ წარმოდგენილნი ვართ საქართველოში, კერძოდ, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში მონაწილეობის, ასევე პროექტების განხორციელების გზით. ჩვენ ვცდილობთ, ჩავერიოთ და დავეხმაროთ მოსახლეობას კონტაქტების დამყარებაში. ეს ჩვენი გრძელვადიანი მიზანია. რა თქმა უნდა, ამგვარი ჩართულობის გაგრძელების თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია სრულად მონაწილეობა ჟენევაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ეს მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია", - თქვა ლამბერტო ზანიერიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები