საარსებო მინიმუმის გაზრდის ინიციატივა

საარსებო მინიმუმის გაზრდაზე პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ქრისტიან-დემოკრატების მიერ მომზადებული ინიციატივა, საარსებო მინიმუმის 150 ლარიდან 250 ლარამდე გაზრდის თაობაზე, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება

დეპუტატების ნაწილი ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს და პარლამენტში ანტიპოპულისტური კანონმდებლობის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს.

 "ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობები. თუკი სურვილები შესაძლებლობებთან შესაბამისობაში არ მოდის, ასეთი საკითხების განხილვაზე პარლამენტმა დრო არ უნდა დაკარგოს და პოლიტიკურ ძალებს შემდგომი სპეკულაციების საშუალება არ უნდა მიეცეს. მე, მაგალითად, ძალიან მინდა, რომ საარსებო მინიმუმი იყოს არა 250 ლარი, არამედ 570 ლარი, მაგრამ არსებობს მისი 570 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა?" - განაცხადა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა. პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით შემოთავაზებული უნდა იყოს კონკრეტული ფორმულა, რის მიხედვითაც საარსებო მინიმუმის ოდენობა განისაზღვრება. 

თავად საკითხის ინიციატორებს, ქრისტიან-დემოკრატებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

კომენტარები