საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სინოდმა ეპარქიები გაყო, 7 ეპისკოპოსი გამოირჩია და რამდენიმე პენსიაზე გაუშვა

0 კომენტარი

დღეს, 11 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 7 ახალი ეპისკოპოსი გამოირჩია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მღვდელმთავარი გავიდა პენსიაზე. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, სინოდზე სულ 8 კანდიდატი იყო წარდგენილი, რომლიდანაც სინოდმა 7 დაამტკიცა. 

ტაბულას ინფორმაციით, გამორჩეულ ეპისკოპოსებს შორისაა სვეტიცხოვლის, შიომღვიმის, ჯიხეთის და ჭულევის მონასტრების წინამძღვრები. ასევე ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი სვიმონ ცაკაშვილი. სინოდი ახლაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დაზუსტებული ინფორმაცია საღამოს, სინოდის სხდომის ოქმის გამოქვეყნებისას გახდება ცნობილი.

ტაბულას ინფორმაციით, გაიყო ურბნისისა და რუისის, ასევე სამთავისისა და გორის ეპარქიები. 

აღსანიშნავია, რომ სინოდს არ ესწრება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები