რატიანის განცხადება

რატიანი: 2013-2014 სასწავლო წელს სტუდენტებს 10 მილიონი ლარი დააკლდებათ

facebook.com/sergo.ratiani

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო სასწავლო გრანტებისთვის გათვალისწინებული თანხები სრულად მიზნობრივად არ ათვისებულა და სტუდენტების დაფინანსებას 5 000 000 ლარი დააკლდა.

რატიანის თქმით, 2013 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტების მუხლით გათვალისწინებული იყო 57 560 000 ლარი. პირველი წლის ბაკალავრიატის (გრანტები და უფასო პროგრამები) და პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 19 020 000 ლარი. 2013 წლის პირველი სემესტრის ბაკალავრიატის პირველი წლის სტუდენტებისთვის გათვალისწინებული იყო 10 451 000 ლარი. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 9 510 000 ლარი განაწილდა.

"2013-2014 წლებში ბაკალავრიატის პირველი წლის სტუდენტებისთვის გათვალისწინებული იყო 29 020 000 ლარი. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსდება მხოლოდ 19 020 000 ლარით. მთავრობის გადაწყვეტილებითვე, სტუდენტებს 2013 წელს დააკლდათ 5 000 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება. 2013-2014 სასწავლო წელს კი დააკლდებათ 10 000 000 ლარი. დაახლოებით 8 000 სტუდენტმა ვერ მიიღო სასწავლო გრანტი. მოვუწოდებ მარგველაშვილს, აუხსნას სტუდენტებს და საზოგადოებას, თუ რატომ მისცა საკუთარ თავს უფლება, შეეცვალა პარლამენტის გადაწყვეტილება და დაეკლო სტუდენტებისთვის წელს 5 და მიმდინარე სასწავლო წელს 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ასახსნელია, რაში გაიხარჯა ეს თანხა", - თქვა რატიანმა.

კომენტარები