საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთან ფრედ - 4:4 ითამაშა

0 კომენტარი
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ფოტო: msy.gov.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის გუნდს შეხვდა. ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა. 

ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ანგარიშით - 3:1 მოიგეს. მათე ცინცაძისა და ილია კერძევაძის გოლებს სერბებმა საკუთარ კარში გატანილი გოლიც დაუმატეს, მეორე ნახევარში კი, მცირე მონაკვეთში მასპინძლებმა ორი ბურთის გაშვება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები