ვანო მერაბიშვილის განცხადება

მარგველაშვილი: არავის ვურჩევ სახელმწიფო წესრიგთან თამაშს

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არავის ექნება უფლება, რამენაირად კანონს გადაუხვიოს. მარგველაშვილი ამით ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ნინო ბურჯანაძის მეშვეობით, თბილისში არეულობის მოწყობას აპირებს.

"არა მგონია, რომ მერაბიშვილი ძლიერი ანალიტიკოსი იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება სრულიად აკონტროლებს ვითარებას, ჩვენ ბოლომდე ვფლობთ ყველა ბერკეტს სამართლის დაცვის კუთხით. რაც შეეხება წესრიგს, არავის ვურჩევდი ეთამაშოს სახელმწიფო წესრიგს", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ არეულობას ნინო ბურჯანაძე 28 ოქტომბერს, არჩევნების გაყალბების საბაბით დაიწყებს. დემოკრატიულმა მოძრაობამ კი, ყოფილი პრემიერის განცხადებას ბოდვა უწოდა.

კომენტარები