სვეტიცხოვლობა

ივანიშვილი: ბედნიერი ვარ ასეთი უნიკალური კულტურის მქონე ერის შვილობით

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა Facebook-ის საშუალებით მიულოცა. პრემიერი სადღესასწაულო მილოცვაში აცხადებს, რომ იგი ბედნიერია "ასეთი უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის მქონე ერის შვილობით". ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ სვეტიცხოველი არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, "არამედ ჩვენი თანამედროვეც იქნება".

"სვეტიცხოველი ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოა, სვეტიცხოველი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის უწყვეტობისა და რწმენის სიძლიერის სიმბოლოა! ჩვენმა ეკლესიამ სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძრისა და უძველესი სატახტო ქალაქის მცხეთის უდიდესი მნიშვნელობის გამო დღესასწაულიც კი შემოიღო და ამით მიაგო პატივი ქართული სულიერების, ჩვენი ისტორიის ამ უნიკალურ ძეგლებს", - აღნიშნავს ივანიშვილი.

პრემიერმინისტრი მეუღლესთან ერთად, სვეტიცხოველში საღვთო ლიტურგიას ესწრება. მოგვიანებით ის დღესასწაულის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები