საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

”საქართველოს იმედის” მომჭედელ მღვდელს მღვდელმსახურება მრუშობისთვის აეკრძალა

0 კომენტარი
იაკობ აბაშიძე ფოტო: ტელეკომპანია ”ივერია”

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა იაკობ აბაშიძეს მღვდელთმსახურება აეკრძალა და სინანულისთვის ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში გაიგზავნა. როგორც წმინდა სინოდის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმში მითითებული საეკლესიო კანონებით (მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII) შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების სავარაუდო მიზეზი ქალთან არაკანონიკური თანაცხოვრება უნდა იყოს. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების მეხუთე და მეექვსე კანონში ვკითხულობთ:

"სასულიერო პირი, რომელსაც არა ჰყავს მასთან მაცხოვრებელი, კანონით განსაზღვრული ეჭვმიუტანელი პირი, ნუ აიყვანს თავისთან დედაკაცს, ან მხევალს, რათა არ აღმოჩნდეს ამისათვის განკითხვის ქვეშ. ვინც ჩვენ მიერ განწესებულს დაარღვევს, განიკვეთოს. ეს ეხება საჭურისებსაც, რათა არავინ დაძრახოს ისინი; ამ განწესების დამრღვევი კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს". (მეხუთე კანონი)

"ვინაიდან, მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ საეკლესიო დასში გაწევრიანებულ უქორწინებელთა შორის მხოლოდ მკითხველებსა და მგალობლებს შეუძლიათ დაქორწინება, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ ამას და განვაჩინებთ: ამიერიდან, ხელთდასხმის შემდეგ იპოდიაკონს, დიაკონს, ან მღვდელს აღარ აქვთ დაქორწინების უფლება; ვინც გაკადნიერდება და ამ განჩინებას დაარღვევს, განიკვეთოს; ხოლო თუ ვინმეს, საეკლესიო მწყობრში შემსვლელთაგანს, კანონერად დაქორწინება სურს, მან ეს მანამ გააკეთოს, სანამ იპოდიაკვნად, დიაკვნად, ან მღვდლად ხელთდასხმას მიიღებდეს". (მეექვსე კანონი)

დეკანოზი იაკობი საპატრიარქოში შექმნილი ძვირადღირებული ხატის, საქართველოს იმედის მომჭედია. აღნიშნული ხატის შემკობას 50 კილოგრამი ოქრო დასჭირდა და ის ძვირფასი თვლებითაა გამშვენებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები