ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ყოფილი აქტივისტები ვერ მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ყველას დასაქმება

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების აქტივისტების დემოკრატიულ მოძრაობაში გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს იმის ბრალია, რომ ყველას დასაქმება ვერ შეძლეს.

”ის, რომ ხალხი გადადის ბურჯანაძესთან , ეს ნორმალური პროცესია. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა , ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ დღეს უმუშევრობა. ძალიან ბევრი აქტივისტი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს გამარჯვებაში, დარჩნენ ყურადღების მიღმა და განაწყენდნენ. ვერ მოახერხეს იმის გაანალიზება, რომ შეუძლებელია ყველას დასაქმება.  ” - თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის ყოფილ აქტივისტებს მოუწოდებს, ”გულწრფელი ანალიზი გააკეთონ, მესმის, რომ ხელფასებსაც იღებენ, მაგრამ როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახს მისცენ ხმა და არა მას, ვინც ხელფასს უხდის.” - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები